ქართველი, რომლის გამოგონებამ მსოფლიო  აალაპარაკა და რობოტი, რომელიც ადამიანის ფიქრებს წაიკითხავს…

„…მალე ადამიანის ტვინსა და ხელოვნურ ინტელექტს შორის ელექტრონული სიგნალებით დინამიკური დიალოგის გამართვის შესაძლებლობა გვექნება. ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ ეპოქაში, როდესაც თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ შეუძლებელი არაფერია…“ – ამბობს მეცნიერი ირაკლი ქარდავა.

– საქართველოსთვის რთულ და მტკივნულ პერიოდს დაემთხვა თქვენი ბავშვობა. როგორ აისახა ეს თქვენს ცხოვრებაზე?…
– 
დავიბადე აფხაზეთში. ყველასათვის ცნობილი მოვლენების შემდეგ, მომიწია ჩემი კუთხის დატოვება და საცხოვრებლად გადასვლა თბილისში. მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა და აფხაზეთი არ მინახავს, თუმცა ჩემშ6ი დღემდე შემორჩენილია ნათელი მოგონებები მასზე. ამ ყველაფერმა თავისი დაღი დაასვა ჩემს ცხოვრებას. ამიტომაც მთელი შრომა და რესურსი მივმართე იმისკენ, რომ წარმოვაჩინო საქართველო საერთაშორისო დონეზე და ხაზი გავუსვა მის მთლიანობას.

– განათლება და სამუშაო გამოცდილება…
– 
სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამჟამად ვარ ამავე უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებების დოქტორანტი, სადაც ვმუშაობდი ლექტორად რამდენიმე წლის განმავლობაში. ასევე, ვიყავი  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერი თანამშრომელი. გარდა ამისა, ვმუშაობდი სამეცნიერო პროექტზე თურქეთში. თვრამეტი წლის ასაკიდან ვიყავი პირდაპირი ტრანსლაციების რეჟისორი.
– ამჟამად საქართველოში არ იმყოფებით, რამ განაპირობა თქვენ მიერ ქვეყნის დატოვება და რა პროექტებს ახორციელებთ ამ ეტაპზე?
– 
ამჟამად ვიმყოფები პოლონეთში. ვარ ადამ მიცკევიჩის უნივერსიტეტის ფიზიკის მიმართულების დოქტორანტი და ვმუშაობ ნანობიომედიცინის ლაბორატორიაში ადამიანის ტვინსა და ხელოვნურ ინტელექტს შორის ელექტრული სიგნალებით დინამიკური დიალოგის გამართვის შესაძლებლობის ჩამოყალიბების საკითხებზე. ასევე, ვცდილობ ელექტრონული პარამაგნეტიკური რეზონ3ანსის სპექტრომეტრის პროგრამული ნაწილის გაუმჯობესებას. საქართველოში ჩემი არყოფნის მიუხედავად, მაინც ვმონაწილეობ ქართულ პროექტებში. მიზეზი იმისა, რამაც ჩემ მიერ ქვეყნიდან დროებით წასვლა განაპირობა, არის თანამედროვე ტექნიკური მოვლენების ეპიცენტრში ყოფნის საჭიროება, რისი საშუალებაც საქართველოში, სამწუხაროდ, ამჟამად არ არის.
– თქვენ მონოგრაფიაც მიუძღვენით თქვენს კვლევებს, რომელიც უკვე ითარგმნა რამდენიმე ენაზე… – მონოგრაფია, რომლის სათაურია „ზოგიერთი ნაბიჯი ადამიანის ტვინსა და ხელოვნურ ინტელექტს შორის დიალოგის ჩამოყალიბებისთვის“, გამოსცა გერმანულ-ამერიკულმა სამეცნიერო გამომცემლობამ, „Lambert Academic Publishing“-მა გერმანიის ქალაქ ზაარბრიუკენში. მონოგრაფია ინგლისურიდან ითარგმნა ფრანგულ, იტალიურ, გერმანულ და იაპონურ ენებზე. ის განთავსებულია სამეცნიერო თუ არასამეცნიერო საიტებზე და ხელმისაწვდომია მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. როგორც უკვე აღვნიშნე, ყოველთვის და ყველგან ხაზს ვუსვამ, რომ აფხაზეთი საქართველოა. ამიტომაც, წიგნის პირველივე გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ ეს ჩანაწერი.
– ჩვენთვის უკვე ცნობილია თქვენი პროგრამის Georgian Speech Recognizer-ის შესახებ, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა, გეგმავთ თუ არა რამე ახალი პროგრამის შექმნას, ან გაქვთ თუ არა სიახლე ქართული მომხმარებლე1ბისთვის?
– 
რაც შეეხება Georgian Speech Recognizer-ს და მის განსაკუთრებულობას, უნდა აღინიშნოს, რომ მის სისტემაში ინტეგრირებულია ჩემ მიერ შემუშავებული მიდგომა, რომელიც ნებისმიერი ენისთვის ხსნის აქცენტების პრობლემას. ანუ, ერთი აკუსტიკური მოდელით შესაძლებელია ნებისმიერი აქცენტით მოსაუბრე ადამიანის საუბრის ტექსტად გადაქცევა. ამ პროგრამის გამოყენებით შესაძლებელია google-ს, wikipedia-ს, youtube-ს და ა.შ. სხვა მსგავს საძიებო სისტემებში ფრაზებისა თუ წინადადებების ძიება და პროგრამული უზრუნველყოფის მართვა ქართული ხმოვანი ბრძანებებით. ჩემი მეთოდი, როგორც სამეცნიერო ნაშრომი, დაიბეჭდა რამდენიმე თვის წინ აშშ-ში, მოგვიანებით კი – გაფართოებული სახით შვეიცარიის ქალაქ ციურიხში. მინდა აღვნიშნო, რომ ქართული აკუსტიკური მოდელი სრულყოფის ეტაპზეა და საჭიროებს გარკვეული სამუშაოების ჩატარებას… ამჯერად, სხვადასხვა მიზეზის გამო სამუშაოები დროებით შეჩერებულია.
ხოლო, რაც შეეხება სიახლეს ქართული მომხმარებლისთვის, ახლახან დავასრულე სურათიდან (დასკანერებული წიგნიდან) ქართული ტექსტის ავტომატურად აკრეფის პროგრამა (სხვა ენებისთვის უკვე არსებობს, ქართულისთვის კი სრულყოფილი ნამუშევარი არ მინახ4ავს. იხ. ვიდეო დემონსტრაცია: https://www.youtube.com/watch?v=kTnHp7vaqFc ), რომელსაც ყოველგვარი ღილაკის გამოყენების გარეშე ქართული ტექსტი “Microsoft Word”-ის ფაილში გადაჰყავს. სწორედ დღეს ვასწავლე აღნიშნული პროგრამის ხელოვნურ ნეირონულ ქსელებს ლარის ახალი სიმბოლოს ცნობა, რომელიც Microsoft-მაც განათავსა თავის ოფიციალურ გვერდზე, განახლების სახით.
– ხშირად გიწევთ საზღვარგარეთ საერთაშორისო კონფერენციებზე მონაწილეობის მიღება, ასევე რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი ბრძანდებით, რა არის ის ძირითადი საკითხები, რომლებმაც თქვენით ასე დაინტერესება გამოიწვია?
– 
ის ძირითადი საკითხები, რომლებსაც წარვადგენ საერთაშორისო კონფერენციებზე, უკავშირდება, ძირითადად, იმ თემებს, რომლებზეც უკვე ზემოთ ვისაუბრე და უმნიშვნელოვანესია თანამედროვე ტექნოლოგიური გამოწვევებისა თუ საფრთხეების მიმართულებით. მაგალითად, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტის თვითგანვითარებადი სემანტიკა და მისი კონტროლიდან გასვლის საშიშროება, რის აღსაკვეთადაც შევიმუშავე შეზღუდვების ცნების გამოყენებით (რომელიც ასევე შესულია ჩემს მონოგრაფიაში), სულის მოდელი. ამასთანავე, ჩამოთვლილ თემებთან დაკავშირებით ვთანამშრომლობ ისეთ საერთაშორისო სამეცნიერო ორგანიზაციებთან, როგორიცაა სინგაპურისა და აშშ-ის კომპიუტერული მეცნიერებების ასოციაციები.
– რობოტებთან დაკავშირებით, სულის მოდელის ჩამოყალიბების თეორია, რას ნიშნავს, რას11 გულისხმობს?- სულის მოდელი ითვალისწინებს ლოგიკასა და კონკრეტულ მომენტში არსებულ რეალობას შორის ხელოვნური ინტელექტის მიერ სწორი პრიორიტეტების განსაზღვრის ავტომატიზაციის ალგორითმს, რელიგიური თუ საკანონმდებლო ნორმების მიხედვით.

– თქვენი სამომავლო გეგმები?
– 
ჩემი სამომავლო გეგმები ითვალისწინებს საერთაშორისო დონეზე სამეცნიერო კონტაქტების გაცვლას და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას. გარდა ამისა, მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას ქართველი მომავალი მეცნიერებისთვის. ასევე, მინდა დავნერგო საქართველოში კომპიუტერული მეცნიერების ის მიმათულებები, რომლებზეც დღეს მიწევს მუშაობა საზღვარგარეთ, რაც საშუალებას მისცემს საქართველოს, განახორციელოს მნიშვნელოვანი კვლევები და პროექტები თანამედროვე ტენდენციების შესაბამისად. აქვე, მინდა გაგიმხილოთ, რომ მიმდინარე წლის დეკემბრის ბოლოს, ვარშავაში, google-ს ოფისში  დაგეგმილი მაქვს შეხვედრა ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, რომლის დეტალებსაც სამომავლოდ გავაცნობ საზოგადოებას.

ნინო ჯაჯანიძე

 5
7
8
9

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები