ახალგაზრდა მასწავლებელი, რომელსაც თავს დაესხნენ, კლინიკაში გარდაიცვალა
ახალგაზრდა მასწავლებელი, 26 წლის გიგა ავალიანი, რომელსაც თავს დაესხნენ, კლინიკაში გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, მას თემქაზე ჩაუსაფრდნენ, სცემეს და თავის არეში უმძიმესი დაზიანებები მიაყენეს.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.