მოკრივე ელენე ქარჩავა ევროპის ჩემპიონია

მონტენეგროს ქალაქ ბუდვაში კრივის 15-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი გრძელდება. მოკრივე ლენე ქარჩავამ (48 კგ) ევროპის ჩემპიონობა იზეიმა. მან ფინალში ირლანდიელი მასიე ოკონორ დაფი დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა. ელენე ქარჩავა პირველი ქართველი მოკრივე ქალია, რომელმაც ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა. ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ოთხი მედალია. ბრინჯაოს პრიზიორები თორნიკე სიმონიშვილი (40 კგ), საბა კერძევაძე (44 კგ) და ჯონი ხაბურზანია (46 კგ) გახდნენ.

ახალგაზრდა მოკრივეები ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები