დონალდ ტრამპ უმცროსი – შვედეთის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: რა ჯანდაბა ხდება ამ სამყაროში? ხალხო, გამოფხიზლდით; მორალური ღირსების ჩვენებით საკუთარ თავს პირდაპირ გადაშენებისკენ მივყავართ
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ვაჟი, დონალდ ტრამპ უმცროსი შვედეთის სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, რომლითაც სასამართლომ არასრულწლოვნის გაუპატიურებისთვის მსჯავრდებულ მიგრანტს ქვეყანაში დარჩენის ნება მისცა.
დონალდ ტრამპ უმცროსი ხალხს გამოფხიზლებისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ “მუდმივად საკუთარი მორალური ღირსების ჩვენებით, რეალური ქმედებების გარეშე, საკუთარ თავს სერიოზულ საფრთხეში ვაყენებთ ან სულაც, მომავალს ვკარგავთ”.
„რა ჯანდაბა ხდება ამ სამყაროში? ევროპაში ასე ფიქრობენ: „კარგი, ეს მხოლოდ ხანმოკლე გაუპატიურება იყო“, ამიტომ, ერთ ნაგავსაც ვერ მოვიშორებთ თავიდან. რა ჯანდაბაა? ხალხო, გამოფხიზლდით. საკუთარი მორალური ღირსების ჩვენებით, საკუთარ თავს სერიოზულ საფრთხეში ვაყენებთ და პირდაპირ გადაშენებისკენ მივდივართ!“, – წერს ტრამპის ვაჟი.