გიორგი გაბუნია – ღარიბაშვილის საქმეზე: გუნდის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ნათლად განაცხადა, რომ მიუხედავად პოლიტიკური კუთვნილებისა, რეგალიებისა თუ დამსახურებისა, ამას არ აქვს მნიშვნელობა, საქართველოში დაცული უნდა იყოს კანონის უზენაესობის პრინციპი
„გუნდის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ნათლად განაცხადა, რომ მიუხედავად პოლიტიკური კუთვნილებისა, რეგალიებისა თუ დამსახურებისა, ამას არ აქვს მნიშვნელობა, საქართველოში დაცული უნდა იყოს კანონის უზენაესობის პრინციპი,“- ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, თუ გვინდა გვქონდეს სამართლებრივი სახელმწიფო, მაშინ სახელმწიფო და სამართალი, ეს უნდა იყოს ნომერ პირველი. ჩვენ თუ ამ პრინციპს დავიცავთ, საქართველოს ევროპულ მომავალს არაფერი დაემუქრება.
„ვიცით, რომ მან ჩადენილი ქმედება აღიარა. უნდა ითქვას, რომ ორი ამბავია და ორი ნაწილია საქმისა. პირველ რიგში, ეს არის სამართლებრივი და მეორე, პოლიტიკური. რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს ამ საქმის, მას შემდეგ, რაც გვექნება ხელთ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, მხოლოდ და მხოლოდ მაშინ შეგვეძლება საბოლოოდ შევაფასოთ და ვიმსჯელოთ ამ საქმეზე.
რაც შეეხება პოლიტიკურ მხარეს, გუნდის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ნათლად განაცხადა, რომ მიუხედავად პოლიტიკური კუთვნილებისა, რეგალიებისა თუ დამსახურებისა, ამას არ აქვს მნიშვნელობა, საქართველოში დაცული უნდა იყოს კანონის უზენაესობის პრინციპი და კანონის წინაშე ყველას თანასწორობის პრინციპი. თუ ადამიანის მიმართ კითხვები არსებობს, არ უნდა არსებობდეს რაიმე საფუძველი იმისა, რომ ადამიანი გაექცეს კანონის მიმართ პასუხისმგებლობას. ეს არის უმთავრესი ევროპული პრინციპი და ევროპული ღირებულება, კანონის უზენაესობა. ჩვენ თუ გვინდა გვქონდეს სამართლებრივი სახელმწიფო, მაშინ სახელმწიფო და სამართალი, ეს უნდა იყოს ნომერ პირველი. ჩვენ თუ ამ პრინციპს დავიცავთ, საქართველოს ევროპულ მომავალს არაფერი დაემუქრება“, – აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.