“26 ოქტომბერს, დღის საათებში საქართველოში მოსალოდნელია ამინდის ხანმოკლე პერიოდით გაუარესება – წვიმა და ქარი” – მეტეოროლოგი

“26 ოქტომბერს, დღის საათებში საქართველოში მოსალოდნელია ამინდის ხანმოკლე პერიოდით გაუარესება – წვიმა და ქარი”, – ამის შესახებ მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში წერს.

“რთული მეტეოპირობების დროს შესაძლებელია, შეიქმნას ნეგატიური სიტუაცია, როგორიცაა წყალდიდობა და ხილვადობის შემცირება.

ოქტომბერია – როცა ამინდის ხშირი ცვლილებები აღარ უნდა გვიკვირდეს, მთავარია, მზის სხივი მეტი იყოს, ვიდრე სინაცრისფრე. მზისკენ იყურეთ – ის ისევ გამოჩნდება”, – წერს მეტეოროლოგი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები