ირაკლი ჭეიშვილი: დღეს რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი საბრალდებო სკამზე ზის, ეს იმას ნიშნავს, რომ არ არსებობს რეგალია, თანამდებობა, თანამდებობის პირი საქართველოში, რომელსაც გადაცდომა და კანონის დარღვევა ეპატიება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა „დღის ქრონიკაში“ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის საქმესთან დაკავშირებით ისაუბრა.

„ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, როგორც ამას პროკურატურა გვეუბნება. ამის ირგვლივ მეტი რა შეიძლება რომ ვთქვათ?! ბრალდების დასკვნაშიც იგივე წერია. რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტს, დღეს რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი საბრალდებო სკამზე ზის, ეს იმას ნიშნავს, რომ არ არსებობს რეგალია, თანამდებობა, თანამდებობის პირი საქართველოში, რომელსაც გადაცდომა და კანონის დარღვევა ეპატიება. მიმდინარეობს გამოძიება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პროცესი დასრულებულია. დაველოდოთ გამოძიებას. იქნება არაერთი სასამართლო პროცესი და დადგინდება ჭეშმარიტება“, – აღნიშნა ჭეიშვილმა.

შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილს სასამართლომ 1 მილიონი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა – მან გირაო 30 დღის განმავლობაში უნდა გადაიხადოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები