დავით ქართველიშვილი: ვერ “მოვინელეთ” ჯერ ჰექსოგენის შემოტანა ქვეყნის ტერიტორიაზე, დღეს ვიგებთ საერთაშორისო დანაშაულებრივი სინდიკატის მხრიდან, დიდი ოდენობით ურანის უკანონო დაუფლება/გატანის გამოვლენა/აღკვეთის წარმატებული ოპერაციის შესახებ

“ვერ “მოვინელეთ” ჯერ ჰექსოგენის შემოტანა ქვეყნის ტერიტორიაზე, დღეს ვიგებთ საერთაშორისო დანაშაულებრივი სინდიკატის მხრიდან, დიდი ოდენობით ურანის უკანონო დაუფლება/გატანის გამოვლენა/აღკვეთის წარმატებული ოპერაციის შესახებ,” – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში, სუს-ის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისში, 2 კილოგრამი ბირთვული მასალის ამოღების ფაქტს.

ქართველიშვილის განცხადებით, დღევანდელობაში მტრების სამიზნე არა მხოლოდ რეგიონის ცალკეული ქვეყნები, არამედ სრულიად სამხრეთ კავკასიაა.

„2021 წლის შემდეგ, ეს არის აზერბაიჯანის სპეცსამსახურების ხელმძღვანელის პირველი ვიზიტი საქართველოში თავის კოლეგასთან შესახვედრად. დიდი ალბათობით, ეს ვიზიტი იყო შეთანხმებული ბაქოში, სადაც მამუკა მდინარაძე იმყოფებოდა მსოფლიოს სპეცსამსახურების ლიდერების სამიტზე. ეს სოლიდური პაუზა ყოველთვის იწვევდა სხვადასხვა ინტერპრეტაციების წარმოშობის საბაბს.
ხომ არ იყო გამოწვეული ფოთის ნავსადგურიდან სომხეთისთვის განკუთვნილი ფრანგული სამხედრო ავტოტრანსპორტის პერიოდულ სატრანზიტო ტრაფიკთან. ხომ არ იყო გარკვეული უკმაყოფილება იმის გამო, რომ აზერბაიჯანში სახელმწიფო გადატრიალებისთვის განკუთვნილი თანხები, “ქეშის” სახით ჩვენი “ენჯეო” სექტორის საბანკო ანგარიშებიდან “წითელი ხიდის” გავლით შედიოდა ბაქოში და ა.შ.
როგორც ჩანს ორი სტრატეგიული მეკავშირის სპეცსამსახურების დონეზე ყოველგვარი შესაძლო გაუგებრობა თუ არაკოორდინირებული მუშაობა წარსულს ჩაბარდა. ჩვენ ვხედავთ, როგორი წარმატებული ოპერატიულობით ხდება უკვე ზედიზედ მეორედ, ევროპისთვის განკუთვნილი დიდი ოდენობით ჰეროინის პარტიის (200 და 250 კილოგრამი) სწორედ აზერბაიჯანიდან შემოსულ ტრაილერებში აღმოჩენა – რაც დიდი ალბათობით ორი ქვეყნის უწყების კოორდინირებული მუშაობის შედეგია.

დღეს საქართველოსაც შეუძლია ცხელ კვალზე წარმატებულად ჩატარებული ოპერაციების გამოცდილება გაუზიაროს თავის აზერბაიჯანელ კოლეგებს. ვერ “მოვინელეთ” ჯერ ჰექსოგენის შემოტანა ქვეყნის ტერიტორიაზე, დღეს ვიგებთ საერთაშორისო დანაშაულებრივი სინდიკატის მხრიდან, დიდი ოდენობით ურანის უკანონო დაუფლება/გატანის გამოვლენა/აღკვეთის წარმატებული ოპერაციის შესახებ.
დღეს მშვიდობის და სტაბილურობის მტრების სამიზნე, არა მხოლოდ ჩვენი რეგიონის ცალკეული ქვეყნები – არამედ მთლიანად სამხრეთ კავკასიაა. და ამ გამოწვევების წინაშე – სპეცსამსახურების არაკოორდინირებული მუშაობა და დაგროვილი გამოცდილების არგაზიარება ერთმანეთში – დანაშაულებრივი ფუფუნებაა. ამ კუთხით ალი ნაგიევის ვიზიტი მამუკა მდინარაძესთან – იმედის მომცემი ფაქტია“- წერს ქართველიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები