ნუკრი შოშიაშვილი: ვიზალიბერალიზაცია, რომ სიტყვიერი შანტაჟისა და ზეწოლის ერთ-ერთი მეთოდია ჩვენთან მიმართებით, ეს ფაქტია და ამასთან ბრძოლა ვისწავლეთ

„ვიზალიბერალიზაცია რომ სიტყვიერი შანტაჟისა და ზეწოლის ერთ-ერთი მეთოდია ჩვენთან მიმართებით, ეს ფაქტია და ჩვენ ამასთან ბრძოლა ვისწავლეთ,“ – ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ ისტორიკოსმა, ნუკრი შოშიაშვილმა დეკემბრის ბოლოს ევროკომისიის წლიურ ანგარიშზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირი დღეს არ არის ისეთი ეფექტური, რომ ეს მუქარები რეალობად იქცეს.

„ახლა განსაკუთრებული არაფერი ხდება. დაგვაშინებენ უვიზო მიმოსვლის შეჩერებით, მაგრამ რეალურად ამის გადადგმის ნაბიჯი და რესურსი გააჩნია თუ არა, ეს კიდევ ცალკე საკითხია. ვხედავთ, რომ თვითონ ევროკავშირში არ არის ერთიანობა და ჩვენც გვყავს იქ ჩვენი მოკავშირეები და იქ აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. ამიტომ, გადაწყვეტილების მიღების შეფერხების გამო ევროკავშირი დღეს არ არის ისეთი ეფექტური, რომ ეს მუქარები რეალობად იქცეს“, – აღნიშნა შოშიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები