გელა დუმბაძე სამუშაო ვიზიტით ავსტრიაში იმყოფება

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე სამუშაო ვიზიტით ავსტრიის რესპუბლიკაში იმყოფება.
როგორც „კვირას“ დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, სახელმწიფო მინისტრმა საელჩოს ორგანიზებით, ვენაში მოქმედ ორ დიასპორულ ორგანიზაციასთან – “ქართული სათვისტომო ავსტრიაში” და “ქართული სახლი ავსტრიაში ენის, კულტურისა და განათლების ხელშეწყობისთვის” არსებული ქართული საკვირაო სკოლები დაათვალიერა.
გელა დუმბაძემ ავსტრიაში მცხოვრებ ქართველებთან გამართა შეხვედრა. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც ავსტრიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა, ჩვენი თანამემამულეების წინაშე არსებული პრობლემები განიხილეს. შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა აპარატის საქმიანობის შესახებ ისაუბრა.
სახელმწიფო მინისტრთან შეხვედრას 80-მდე ქართველი ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები