ილია გობაძე: ამ ვიდეოთი პანიკას თესავენ, რომ ხალხი შეაშინონ, არავინ არ მოვა და არ აგვაფეთქებს
ტერორისტული მუქარის შემცველი ვიდეომიმართვის ერთ-ერთი ავტორის, ხვიჩა გობაძის მამა ილია გობაძე აცხადებს, რომ აღნიშნული ვიდეოთი მოსახლეობაში პანიკის დათესვა სურთ.
“ამ ვიდეოთი პანიკას თესავენ, რომ ხალხი შეაშინონ, არავინ არ მოვა და არ აგვაფეთქებს”, – აცხადებს გობაძე.
მისივე თქმით, საქართველოს არ უნდა ეშინოდეს ხუთი კაცის მუქარის, რადგან ამერიკა ჰყავს მხარდამჭერი, რუსეთი კი მისი მეზობელია.

“ხუთი კაცის დამუქრების რა აშინებს ამ სახელმწიფოს მაშინ, როცა ამერიკა გვერდში უდგას და რუსეთი მეზობელია. რადიკალური შეხედულებებით არ გამოირჩეოდა ჩემი შვილი, ის ფუნდამენტური ისლამის მიმდევარია, იმ ისლამის მიმდევარია, რომელიც მუჰამედ შუამავალმა დატოვა. მოდას, რომელიც ისლამშია, უარყოფენ”, – აღნიშნა ილია გობაძემ.