ახალციხეში ახალგაზრდა მამაკაცი შვილმა ჩამომხრჩვალი ნახა
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ურაველში ახალგაზრდა მამაკაცი ჩამომხრჩვალი იპოვეს. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ის დღეს დილით, სახლთან ახლოს ჩამომხრჩვალი მისმა შვილმა ნახა.
მეზობლები სუიციდის გამომწვევ სავარაუდო მიზეზად სოციალურ პირობებს ასახელებენ.
გარდაცვლილს მეუღლე და ოთხი შვილი დარჩა.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.