სად გადის რისკის ზღვარი სატელევიზიო გადაცემაში და რამდენი მანქანა დაამტვრია მიხეილ წულუკიძემ

ქართულ მედიასივრცეში დღემდე ეთერში მყოფი, ერთადერთი საავტომობილო გადაცემის ავტორი  მიხეილ წულუკიძე განვლილ გზაზე და საკუთარი გადაცემის უნიკალურობაზე გვიყვება….

– იდეა საავტომობილო პროექტი…12243947_1167289623299644_1142111595_n
-მედიასივრცეში რაღაც დოზით სპორტის სხვადასხვა სახეობა შუქდებოდა, თუმცა ავტოსპორტს დღემდე სათანადო ყურადღება არ ეთმობა. ამის გამო და კიდევ ის, რომ განსაკუთრებით მიყვარს ავტომობილები, გადავწყვიტე საავტორო გადაცემის გაკეთება. ეს იყო 2005 წელი, ამ დროს ინტერნეტიც ახალი შემოსული იყო, ინფორმაციის მოპოვება გვიჭირდა, მაგრამ განსაკუთრებული დაინტერესებით და ბევრი მუშაობის შედეგად „საიმედო ავტო“ ეთერში მაინც გავიდა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ პირველი ვარ. იყო მცდელობები, მაგრამ ისეთი, რომ გადაცემის სახე მიეღო, არ ყოფილა.
– გადაცემის სახელი…12248749_1167289633299643_1456431272_n
– სულ მესმოდა კითხვა: „რამდენად საიმედოა შენი მანქანა?“… თან გადაცემა ტელეკომპანია „იმედში“ უნდა გასულიყო. ბევრი აღარ მიფიქრია, „საიმედო ავტო“ ყველაზე საუკეთესო სახელწოდება აღმოჩნდა ჩვენი საავტომობილო ეთერისთვის. არ ვიტყვი, რომ ვთქვი და მაშინვე ეთერში გავედით, რამდენიმე თვის განმავლობაში „საიმედო ავტო“ თაროზე იდო. თუმცა ლოდინის შემდეგ ჩემი გადაცემა ტელეეკრანებზე მაინც გამოჩნდა.
– შენი პროფესია ტელევიზიას საერთოდ არ უკავშირდება…12272715_1167289626632977_138674728_n
– პროფესიით  გეოლოგი  ვარ და ნავთობმომპოვებელი უნდა ვყოფილიყავი. დიდი ისტორიაა, გეოლოგიური ფაკულტეტის  დამაარსებელი გრიგოლ წულუკიძე ჩემი დიდი ბაბუაა. გამოცდებიც ადვილად ჩავაბარე, მეუბნებოდნენ – „წულუკიძე ხარ, შენ ვინ ჩაგჭრის, გარეთ ბაბუაშენის ძეგლიაო“. თითქოს საგვარეულო პროფესია უნდა ყოფილიყო, თუმცა მე ეს ჯაჭვი დავარღვიე. სადღაც ხომ უნდა გამწყდარიყო და მეც სულ სხვა კუთხით წავედი. ასე მოვხვდი ტელევიზიაში, საზოგადოებრივ მაუწყებელზე რეჟისორის ასისტენტად გიორგი ებრალიძესთან. ვიყავი რამდენიმე გადაცემაზე ერთდროულად. გიორგი მოკლემეტრაჟიან ფილმს „რეანიმაციას“ იღებდა, სადაც ვეხმარებოდი და პატარა როლიც ვითამაშე. ეს ფილმი ნაყოფიერი აღმოჩნდა, კანის ფესტივალზე საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმის წოდება აიღო. მაგრამ იმ წლებში იქ ვერავინ ვერ ჩავიდა და გიორგის პრიზი გამოუგზავნეს. მერე ჩემს ცხოვრებაში სტუდია „მაესტროს“ ეტაპი დაიწყო. გადაცემები: „პასეანსი“, „ამბობენ“, „ილუმინატორი“… თუმცა,  ყველაზე კარგი წლები „პასეანსის“ დროს მახსენდება. მთელი საქართველო შემოვიარეთ გადაღებებით, კონცერტებით…  თითქოს რაღაც განსხვავებული დამოკიდებულება ჰქონდა მაშინდელ მაყურებელს ტელევიზიის და მასში მომუშავე ხალხის მიმართ.  პანაშვიდზე ვერ მივდიოდით, ლევან ლელაშვილს რომ დაინახავდნენ, სასახლე  მიჰქონდა, ყველას ეგონა, რომ გადაღება იყო და იცინოდნენ. სულ რაღაც კურიოზებში ვეხვეოდით.  პარალელურად მქონდა შემოთავაზება კოკა ყანდიაშვილთან „აუდიენციაზე“. 1997-98 წლებში ვმუშაობდი ისეთ გადაცემაში, როგორიც არის „ვიდეოპატრული“. მძიმე, მაგრამ საჭირო გამოცდილება მივიღე ამ გადაცემიდან. 19 წლის ბიჭისთვის არ იყო ადვილი დამწვარი სხეულების და ავარიების ნახვა…
– როდის გადახვედი „იმედში“?12272885_1167289636632976_1222655421_n
–  
2002 წელს, როგორც საეთეროს რეჟისორი, მოვხვდი ტელეკომპანია „იმედში“. ვამაყობ, რომ 2003 წლის 15 მარტს ჩემი ხელით არხი პირველად ეთერში გავიდა.
– რა აღმოჩნდა შენთვის ტელევიზიაში ყველაზე საინტერესო…
– ყველაზე საინტერესო მაინც ახლა არის. ავტომობილები  და, ზოგადად, სპორტი მიყვარს. განსაკუთრებით – ფეხბურთი და ავტოსპორტი. ფეხბურთს ბავშვობაში ვთამაშობდი, 6 თვე „დინამოში“ ვირიცხებოდი… ახლაც მახსოვს, მოედანზე გასვლის წუთები, ბალახი, ხალხი… ძალიან მიყვარს, სამწუხაროდ, ტრავმების გამო ამ სპორტს ჩამოვშორდი.
– 
ალბათ რთული იყო იმ დროს ავტოგადაცემის მომზადება…12278000_1167289593299647_1551422870_n
– 
ნამდვილად, ყველაფრის გადაღება თავად გვიწევდა, ინტერნეტით ძალიან მწირი ინფორმაციის მოძიება ხდებოდა.  თუმცა, მაშინაც ვეძებდით და ახლაც ვეძებ ექსკლუზიური მანქანებს.
– შენ, როგორც წამყვანი…
– 
თავიდან არც ვაპირებდი, რომ გადაცემის წამყვანი მე უნდა ვყოფილიყავი. განიხილებოდა გოგოც, თუმცა ვერ ვნახეთ ასეთი კომპეტენტური მანდილოსანი, რომელიც ავტოგადაცემის წაყვანას შეძლებდა. შინაგანად სულ მქონდა კომპლექსი და ჩემს თავზე ძალიან ბევრი ვიმუშავე. აქამდე სულ კადრს მიღმა ყოფნა მიწევდა (თუ არ ჩავთვლით პატარა როლებს სხვადასხვა დროს) უეცრად კი გადაცემის ეპიცენტრში აღმოვჩნდი.
– პირველი მანქანა, რომელიც გადაიღეთ?
– 
პირველი  ავტომობილი იყო „Mersedes cls“ ცენტრიდან გამოვიყვანეთ. ალბათ, „იმედის“ ფაქტორმა გაჭრა, მივედით და მაშინვე მოგვცეს. ერთადერთი მოდელი იყო იმ დროს საქართველოში და ისიც ცენტრში იდგა.  გვქონდა რუბრიკა: „ცნობილი სახე“ და პირველი სტუმარი იყო ინგა გრიგოლია. გადაღებული გვაქვს ბადრი პატარკაციშვილის რამდენიმე მანქანა: Aston Martini,  Mersedes GL…
– როგორ „განვითარდა“ შენი გადაცემები? …12278177_1167289616632978_1731486210_n
– 
პირველსაც გეტყვი და დღევანდელსაც, გუშინ რომ გავიდა, მაგალითად, გადაცემა. სულ მაქვს დაუკმაყოფილებლობის გრძნობა, რომ რაღაც არ მომწონს, თუნდაც კადრი ან ფრაზა. თუ შენ მოგწონს დღეს რასაც აკეთებ, ვეღარ განვითარდები. უნდა აღმოაჩინო საკუთარ თავში მინუსები, რომ შემდეგ გადაცემაში გამოასწორო… ამ 10 წლის განმავლობაში ჩემ გარდა რამდენიმე მცდელობა იყო სხვადასხვა არხზე საავტომობილო გადაცემის გაკეთების. თუმცა, მგონია, რომ მათ არ ჰქონდათ საკმარისად მანქანების სიყვარული. 7 ნოემბრის ცნობილი მოვლენების შემდეგ გადავედი ტელეკომპანია „მზეზე“. ორი-სამი წელი „საიმედო ავტო“ ამ არხზე გადიოდა. შემდეგ იყო „TV-3“, სადაც სათაური შევცვალე და დავარქვი „ავტორბოლა“. ახლა ვარ “TV-პირველზე” იგივე გადაცემით, იგივე სახელწოდებით.
– რა გაძლევდა  ძალას, რომ ახალ არხზე, ახალი ძალებით, ახალი გადაცემა დაგეწყო…
– ისევ ჩემი სიყვარული სპორტისა და ავტომობილების მიმართ. განსაკუთრებული დამოკიდებულება და ის, რომ მსგავსი ფორმატის გადაცემა სატელევიზიო სივრცეში არ არსებობდა. 10 წლის წინ ავტორბოლის გადასაღებად არავინ მიდიოდა. ვინც ახლა ასპარეზობს, იგივე მევლუდ მელაძე, დათა ქაჯაია, მაშინაც და ახლაც მე მათ მოღვაწეობას აქტიურად ვაშუქებდი. გადაცემის დღემდე არსებობა ჩემი გამოცდილების დამსახურებაა… –
– თუ არის რამე ისეთი, რაც გინდა, რომ შენ გადაცემაში ჩადო და ვერ აკეთებ…12278182_1167289606632979_773988133_n
– 
არის კი… დაახლოებით 7-8 რუბრიკა მაქვს მოფიქრებული, რომელიც ფინანსებზეა დამოკიდებული.
– „Top Gear“-ი… რა მოგწონს განსაკუთრებით მათ გადაცემაში?
– 
მაყურებლებს ჩვენი გადაცემა მოსწონთ, მწერენ – „რა მაგარია, მაგრამ იმას რატომ ვერ აკეთებ, Top Gear-ში რომ აკეთებენო“… დავიწყებ მათი ბიუჯეტით… 10 მილიონი ის თანხაა, რითაც ისინი გადაცემას აფინანსებენ. Top Gear-ის გადაღების და მზადების პროცესი 9 თვე გრძელდება და დარჩენილი სამი თვე გადაცემა ეთერში გადის. საქართველოში არავინ გადაიხდის თანხას იმისთვის, რომ ნახევარ წელზე მეტი გადაცემა ამზადო და ეთერში მხოლოდ სამი თვე გახვიდე. ჩემი ფორმატით მე ყოველკვირეული გადაცემა მაქვს. პრობლემაა ისიც, რომ ხშირად კერძო პირების ავტომობილების გადაღება გვიწევს, რომელიც გვაჩქარებს და ეს მოქმედებს ჩემზე, ოპერატორზე და გადაცემის ხარისხზე… მახსოვს, Ferrari რომ გადავიღეთ, პატრონმა გვითხრა, საბურავს გავფრთხილებოდით, რადგან თუ გასკდებოდა, თურქეთში უნდა გადაფრენილიყო  გამოსაცვლელად… გადაღების დროს ძალიან ბევრ წინააღმდეგობებს ვაწყდებით…
– ავტომობილი თუ დაგიზიანებიათ?12282773_1167289639966309_1892530187_n
– 
2005 წელს, როცა დავიწყეთ, მაშინ რამდენიმე გადაცემის ჩაწერისას გვქონდა ასეთი შემთხვევები. სწორედ ამ გამოცდილებამ მასწავლა, რომ საავტომობილო გადაცემა 40 პროცენტი რისკის საშუალებას იძლევა, არც მეტი არც ნაკლები. ასე მივხვდით ამ ზღვარს, საქართველოს სინამდვილეში 50/50-ზე არ არსებობს.
– შენი გადაცემებიდან, რომელ ავტომობილებს გამოარჩევდი?
– 
დაახლოებით ამ 10 წლის მანძილზე 390 მანქანა გადავიღე, მალე 400 გახდება. ყველაზე კომფორტულს გამოვყოფ, რა თქმა უნდა, Mersedes-ს, ყველაზე სწრაფი და თან ხარისხიანი იყო Ferrari F12, რომელიც დაახლოებით ნახევარი მილიონი ღირს… იმედი მაქვს, ჩემს მომავალ გადაცემებში ექსკლუზიური და განსხვავებული ავტომობილების გადაღების კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა მომეცემა…

ნინო ჯაჯანიძე

12282802_1167289596632980_1846044561_n

12282814_1167289613299645_309834476_n

12282832_1167289609966312_1427016306_n

12283342_1167289629966310_1359443816_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები