საბერძნეთში საყოველთაო გაფიცვა მიმდინარეობს

საბერძნეთის პროფკავშირების ორი უდიდესი გაერთიანება – ბერძენი მუშების საყოველთაო კონფედერაცია და საჯარო მოსამსახურეთა უმაღლესი ადმინისტრაცია 12 ნოემბერს საპროტესტო აქციას მართავს. 24 -საათიანი აქციის მონაწილეები ეკონომიის მკაცრ ზომებს აპროტესტებენ, რაც საერთაშორისო კრედიტორებთან არის შეთანხმებული.
გაფიცვის გამო მთელი დღის განმავლობაში არ მუშაობს პოლიკლინიკები, ქვეყნის კომუნალური სამსახურები, საპენსიო ფონდები, მუნიციპალიტეტები, ბანკები. სამსახურში არ დადიან: სამინისტროების და საგადასახადო ორგანოების თანამშრომლები, პროფესორები და სასწავლო დაწესებულებების პედაგოგები, ინჟინრები, იურისტები, ნოტარიუსები და ფარმაცევტები.
არ მუშაობს მეტროპოლიტენი, ავტობუსები და ტრამვაი, გაჩერებულია სარკინიგზო მიმოსვლაც. გაფიცვის გამო ასევე გაუქმებულია შიდა ავიარეისების დიდი ნაწილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები