უკრაინაში უცხოეთის მოქალაქეების სამხედრო საკონტრაქტო სამსახურში აყვანის შესახებ კანონი ძალაში შევიდა

უცხოეთის ქვეყნების მოქალაქეები უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ოფიციალურად მსახურს შეძლებენ. კანონი „უკრაინის შეიარაღებულ ძალებში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ სამხედრო სამსახურის შესახებ“ დღეიდან ძალაში შევიდა. ეს კანონი უკრაინის უმაღლესმა რადამ ოქტომბერში მიიღო. კანონის განმარტებით ნაწილში მითითებულია, რომ მისი მიზანია „უკრაინის შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობის გაძლიერება, ასევე უკრაინის ფინანსური და ადამიანური დანახარჯების შემცირება“.
მანამდე უმაღლესმა რადამ კანონი მიიღო, რომლის მიხედვით უცხოელები, რომლებიც უკრაინულ ჯარში მსახურობენ, მოქალაქეობას გამარტივებული პროცედურით მიიღებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები