„ბოევიკებთან“ შეტაკების შედეგად თურქეთში ორი პოლიციელი დაიღუპა
თურქეთის სამხრეთ აღმოსავლეთში „ბოევიკებთან“ შეტაკების შედეგად ჟანდარმი და პოლიციელი დაიღუპნენ, უსაფრთხოების ძალების კიდევ სამი თანამშრომელი დაიჭრა. ამის შესახებ ადგილობრივი ტელევიზია იუწყება.
ჟანდარმი „ბოევიკებთან“ ორმხრივი სროლის დროს დაიჭრა და საავადმყოფოში გარდაიცვალა. პოლიციელი კი ტერორისტების მიერ დაჯავშნილი ავტომობილის მიმართულებით ყუმბარმტყორცნიდან გახსნილი ცეცხლის დროს დაიღუპა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია “ბოევიკის“ ლიკვიდაციის შესახებ, რომელიც პოლიციელების მანქანის აფეთქებაში იყო ეჭვმიტანილი.
სილვანის პროვინციაში და კიდევ სამ რაიონში უკვე მეცხრე დღე-ღამეა კომენდანტის საათია შენარჩუნებული და ანტიტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობს. პროვინცია სიირტში კი დიდი რაოდენობით იარაღია ამოღებული, რომელიც, სავარაუდოდ, „ქურთთა მუშათა პარტიას“ ეკუთვნის. ამოღებულია სამი ავტომატი, ათი ხელყუმბარა, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები და 2,5 ათასი ვაზნა.