ბუქარესტის კლუბში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 51-ს მიაღწია

რუმინეთის ღამის კლუბში 31 ოქტომბერს მომხდარი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 51-ს მიაღწია. ამის შესახებ სააგენტო „ასოშიეიტედ პრესი“ იუწყება.
სააგენტოს ინფორმაციით, ლონდონში სამკურნალოდ გადაყვანილი 18 და 19 წლის მოზარდები ოთხშაბათს გარდაიცვალნენ, გარდა ამისა, საფრანგეთის დედაქალაქის აეროპორტში ჩაყვანის შემდეგ გარდაიცვალა მუსიკოსი ალექს პასკა, რომელიც პარიზში სამკურნალოდ გადაიყვანეს.
ბუქარესტის საავადმყოფოებში ამჟამად 76 პაციენტი რჩება, მათგან 24-ის მდგომარეობა კრიტიკული ან მძიმეა. კიდევ 29 ადამიანი სხვა ქვეყნებში მკურნალობს.
წინასწარი ინფორმაციით, კლუბ Сolectiv-ში მომხდარი ხანძრის მიზეზი ფეიერვერკი გახდა. ტრაგედიის დროს კლუბში 400 ადამიანი იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები