„შარლ დე გოლი“ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში ჩაერთვება

ფრანგული ავიამზიდი „შარლ დე გოლი“ წლის ბოლომდე ხმელთაშუა ზღვაში, სირიის სანაპიროსთან განთავსდება და „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ოპერაციაში ჩაერთვება. ამის შესახებ ინფორმაცია საფრანგეთის ნაციონალური თავდაცვის კომიტეტის წევრმა ედუარდო რიან სიპელმა გაავრცელა.
მისი თქმით, „ისლამურ სახელმწიფოსთან“ საბრძოლველად ავიამზიდის გაგზავნის შესახებ უახლოეს მოამავალში საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი განაცხადებს. ავიამზიდის გარდა, იქ ესკადრაში შემავალი სხვა ხომალდებიც გაეშურება.
2015 წლის თებერვალში ავიამზიდი უკვე მონაწილეობდა სპარსეთის ყურეში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციაში. 2000-იან წლებში კი ის მონაწილეობდა „ალ ქაიდას“ წინააღმდეგ ავღანეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები