მატარებლის და სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად გერმანიაში ორი ადამიანი დაიღუპა
გერმანიაში, ბავარიის მხარეში მატარებლისა და სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო DPA იუწყება.
სააგენტოს ინფორმაციით, დაიღუპნენ მატარებლის მემანქანე და სატვირთოს მძღოლი. დაშავებულია 21 ადამიანი.
მატარებელში 50-მდე მგზავრი იმყოფებოდა, წინასწარი ინფორმაციით, მატარებელი სატვირთო ავტომობილს შეეჯახა და ის ერთი კილომეტრის მანძილზე ლიანდაგზე ათრია. შეჯახების შემდეგ მატარებელსაც და ავტომობილსაც ცეცხლი გაუჩნდა, თუმცა მალევე ჩააქრეს. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.