ფრანგულმა სატირულმა ჟურნალმა „შარლი ებდომ“ სინაის ნახევარკუნძულზე რუსული ავიაკომპანიის თვითმფრინავის კატასტროფის გამო კარიკატურები გამოაქვეყნა.
პირველ კარიკატურაზე გამოსახულია „ბოევიკი“, რომლის თავზე თვითმფრინავის ნამსხვრევები ეცემა. სურათს აწერია – „რუსული ავიაცია დაბომბვებს აძლიერებს“.
მეორე კარიკატურაზე კი გამოსახულია თავის ქალა მზის დამცავი სათვალით ჩამოვარდნილი ავიალაინერის ფონზე. „ჩამოვარდნილი ლოუკოსტერის საფრთხე. ალბათ სჯობდა Air Cocaine-ის რეისით გავფრენილიყავი“. ეს წარწერა მიუთითებს ფრანგული თვითმფრინავის სკანდალურ ინციდენტზე, რომლის ბორტზე 600 კგ. კოკაინი იყო აღმოჩენილი.
შეგახსენებთ, რომ ჟურნალი „შარლი ებდო“, რომელიც მათ შორის რადიკალურ ისლამისტებსაც დასცინის, ცნობილი გახდა 2015 წლის იანვრის შემდეგ, როდესაც რედაქციაში ორი შეიარაღებული პირი შევარდა ყვირილით: „ალაჰ აკბარ“ და მათ რედაქციის ათი თანამშრომელი და ორი პოლიციელი დახოცეს.