დევიდ კემერონი – რუსული A-321, სავარაუდოდ,“ისლამურმა სახელმწიფომ“ ააფეთქა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის დევიდ კემერონის განცხადებით, ამ ეტაპზე ყველაზე რეალური ვერსია არის ის, რომ რუსული ავიაკომპანია „კოგალიმავიას“ თვითმფრინავი ტერორისტებმა ააფეთქეს.
კემერონის თქმით, აუცილებელია იმ აეროპორტის უსაფრთხოების სისტემების გაძლიერება, საიდანაც ლაინერი გამოფრინდა. საუბარია შარმ ელ შეიხზე.
მისი თქმით, ძალიან სამწუხაროა, რომ უცხოეთის ტურიზმზე დამოკიდებული ეგვიპტელები შარლ ელ-შეიხში რეისების გაუქმებით დაზარალდებიან, მაგრამ მისთვის „დიდი ბრიტანეთის მოქალაქეების უსაფრთხოება პირველ ადგილზეა“.
კემერონი გეგმავს რუსეთის პრეზიდენტთან დარეკვას და ვლადიმერ პუტინთან ტელეფონით ამ საკითხებზე საუბარს.
ამასთანავე, ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ლონდონმა შარმ ელ-შეიხის მიმართულებით ავიარეისების გაუქმების გადაწყვეტილება დამოუკიდებლად, კაიროსთან კონსულტაციების გარეშე მიიღო.
რუსეთმა და ეგვიპტემ დღესვე უარყვეს აშშ-ს და დიდი ბრიტანეთის დაზვერვების მიერ გვარცელებული ინფორმაცია, რომ თვითმფრინავის ბორტზე, სავარაუდოდ, ბომბი აფეთქდა. ამასთანავე, ამერიკული და ბრიტანული დაზვერვის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საბოლოო დასკვნების გაკეთება ჯერჯერობით ნაადრევია.
ასევე, „ბი-ბი-სის“ მიერ გავრცელებული ინფრომაციის მიხედვით, ხუთშაბათს დიდმა ბრიტანეთმა შარმ ელ-შეიხიდან ტურისტების ევაკუაცია დაიწყო, ეგვიპტის ამ კურორტზე ამჟამად 20 ათასამდე ბრიტანელი ტურისტი იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები