აშშ-ში თვითმფრინავი საავტომობილო გზაზე დაჯდა (ვიდეო)

აშშ-ს არკანზასის შტატში მცირე ზომის თვითმფრინავი ავარიულად საავტომობილო გზაზე დაჯდა. თვითმფრინავს კომპანია Walmart-ის ყოფილი ტოპ-მენეჯერი ბილ საიმონი მართავდა და ის ტეხასში მიფრინავდა. ამის შესახებ „ბი-სი-სი“ იუწყება.
საიმონის გარდა, თვითმფრინავში კიდევ ორი ადამიანი იმყოფებოდა. ფრენის დროს თვითმფრინავის ძრავა მწყობრიდან გამოვიდა.
თვითმფრინავის დასმა სპეციალური ავარიული პარაშუტის მეშვეობით გახდა შესაძლებელი. გზაზე დაშვების შემდეგ მას სატვირთო ავტომობილი შეეჯახა.
პოლიციის ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე მყოფი სამივე პირი და სატვირთოს ერთი მგზავრი სხეულის უმნიშვნელო დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები