პაკისტანში ფაბრიკის ჩამონგრევის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა

პაკისტანის ქალაქ ლახორში ოთხსართულიანი შენობის ჩამონგრევის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა. ამ ფაბრიკაში პოლიეთილენის ჩანთებს და პაკეტებს ამზადებდნენ. ადგილობრივი ხელისუფლება შიშობს, რომ მსხვერპლის რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს, ვინაიდან ნანგრევების ქვეშ კიდევ 100-ზე მეტი ადამიანი რჩება.
„ჩვენ ვცდილობთ, ნანგრევებიდან ეს ადამიანები ამოვიყვანოთ. ამისთვის, პირველ რიგში, აუცილებელია იმის დადგენა, თუ სად იმყოფებიან ეს ადამიანები“, – განაცხადა პენჯაბის პროვინციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა შახბაზ შარიფმა.
სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ შენობის ჩამონგრევის მიზეზი ძლიერი მიწისძვრა გახდა, რომელიც 26 ოქტომბერს ავღანეთსა და პაკისტანში მოხდა. მაშინ მიწისძვრის შედეგად ფაბრიკის შენობაც დაზიანდა.
ეს პაკისტანში პირველი მსგავსი შემთხვევა არ არის. 2012 წელს ქალაქ ყარაჩის ერთ-ერთ ფაბრიკაში ხანძრის შედეგად 225 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები