დიდმა ბრიტანეთმა შარმ ელ-შეიხში ყველა რეისი გააუქმა
დიდმა ბრიტანეთმა შარმ-ელ-შეიხში ყველა ავიარეისი გააუქმა. დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება რთულად მისაღები იყო, ვინაიდან ლონდონში ესმით, რას ნიშნავს ეს ეგვიპტის ტურისტული სფეროსთვის. ეს გადაწყვეტილება გამოძიების დასრულებამდეა მიღებული, ვინაიდან დიდ ბრიტანეთში არ გამორიცხავენ, რომ ავიალაინერის ბორტზე, რომელმაც 31 ოქტომბერს კატასტროფა განიცადა, ბომბი აფეთქდა. ეგვიპტის ხელისუფლება ამ ეტაპზე ტერაქტის შესაძლებლობას გამორიცხავს, ხოლო რუსეთის წარმომადგენლები ამბობენ, რომ გამოძიების დასრულებამდე რაიმე ვერსიის გაჟღერება მის მსვლელობას ხელს უშლის.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ევროპის და სხვა ქვეყნების წამყვანმა ავიაკომპანიებმა, მათ შორის რუსულმა ავიაგადამზიდავებმა ევროკონტროლის ოფიციალური რეკომენდაციების გათვალისწინებით, გადაწყვეტილება მიიღეს, რომლის მიხედვით თვითმფრინავები სინაის ნახევარკუნძულის თავზე აღარ დაფრინავენ და მას გვერდს უვლიან.
სინაის ნახევარკუნძულის თავზე მარშრუტების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება პირველად არ არის მიღებული – 2014 წელს ეს რეკომენდაციები ავიაგადამზიდავების უსაფრთხოების ევროპულმა სააგენტომ გამოაქვეყნა, ხოლო 2015-ში აშშ-ს ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ. ორივე შემთხვევაში ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე „ბოევიკების“ გააქტიურება გახდა.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამოცნობილია კატასტროფაში დაღუპული 58 ადამიანის ცხედარი. მათ სანქტ-პეტერბურგში და ნოვგოროდის ოლქში დღეს დაკრძალავენ.
შეგახსენებთ, რომ ავიაკომპანია „ კოგალიმავიას“ თვითმფრინავი, რომელიც შარმ-ელ-შეიხიდან სანქტ-პეტერბურგში მიფრინავდა, სინაის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ ელ-არიშთან ჩამოვარდა. მის ბორტზე მყოფი 224-ვე ადამიანი დაიღუპა.