ყირიმში ავიაკატასტროფა მოხდა

ყირიმის ქალაქ კოკტებელთან მომხდარი მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო ოთხი ადამიანი დაიღუპა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
როგორც რუსული მედია იუწყება, საგამოძიებო კომიტეტმა დაადგინა, რომ ფრენა არასანქცირებული იყო. მცირე ზომოს კერძო თვითმფრინავები ტურისტებისთვის ხშირად გამოიყენება.
ტრაგედიის ადგილზე მაშველები მუშაობენ, მიმდინარეობს კატასტროფის მიზეზების და დაღუპულთა ვინაობის დადგენა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები