ავიაკატასტროფაზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო
საერთაშორისო ტერორისტულმა ორგანიზაცია „ისლამურმა სახელმწიფომ“ სინის ნახევარკუნძულზე თვითმფრინავის ჩამოვარდნაზე პასუხისმგებლობა კიდევ ერთხელ აიღო.
„თვითმფრინავი ჩვენ ჩამოვაგდეთ, მაგრამ არ ვიტყვით როგორ და ვერც ვერავინ გვაიძულებს ამას“, – ნათქვამია ისლამისტების მიერ გავრცელებულ ახალ განცხადებაში.
სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეომიმართვის თანახმად, თვითმფრინავი დაჯგუფების ეგვიპტური ფრთის „ვილაიათ სინაის“ მებრძოლებმა ჩამოაგდეს.
ტერაქტის ვერსიას გამორიცხავს ეგვიპტის პრეზიდენტი აბდელ ფატა ალ-სისი. ის ინფორმაციას უსაფუძვლოს და ისლამისტების პროპაგანდის ნაწილს უწოდებს.