ინდონეზიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

6,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა ინდონეზიის კუნძულ ალორზე. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება. ინდონეზიის სტიქიურ უბედურებათა ლიკვიდაციის ნაციონალურ სამსახურში აცხადებენ, რომ მოსახლეობაში არავინ დაშავებულა, მაგრამ რამდენიმე შენობა სერიოზულად დაზიანდა.
მიწისძვრის ეპიცენტრი აღმოსავლეთ ტიმორის დედაქალაქ დილიდან 83 კილომერში მდებარეობდა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ს გეოლოგიური სამსახური ავრცელებს. აქ მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 6,8 მაგნიტუდას შეადგენდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები