სამხრეთ სუდანში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე სომხეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ

ცნობილი ხდება სამხრეთ სუდანში მომხდარი ავიაკატასტროფის ახალი დეტალები. „ან-12“-ის ბორტზე 18 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 12 მგზავრი და ეკიპაჟის ექვსი წევრი. ეკიპაჟის წევრთა შორის სომხეთის ხუთი და რუსეთის ერთი მოქალაქე იყო.
ავიაკატასტროფაში სამი ადამიანი გადარჩა, ისინი სუდანის მოქალაქეები არიან. ჩამოვარდნილი თვითმფრინავი ადგილობრივ გადამზიდავ Allied Services Limited-ს ეკუთვნოდა.
სამგზავრო თვითმფრინავი „ან-12“ ოთხშაბათს, სამხრეთ სუდანის დედაქალაქ ჯუბას აეროპორტიდან აფრენის შემდეგ ჩამოვარდა. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია 40 დაღუპულის შესახებ. დაშავდა თუ არა კატასტროფის დროს ვინმე მიწაზე, ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები