რუმინეთში მთავრობის გადადგომის მიზეზი ღამის კლუბში მომხდარი ტრაგედია გახდა

რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ პონტამ დღეს მთავრობის გადადგომის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ ქვეყნის სოციალურ-დემოკრატიული პარტიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ლივიუ დრაგნამ განაცხადა.
დღესვე მთავრობის ბოლო სხდომა უნდა გაიმართოს. გადადგომის მიუხედავად, მინისტრთა კაბინეტი ახალი მთავრობის ფორმირებამდე თავის უფლებამოსილებას შეასრულებს.
რუმინეთის დღევანდელი მთავრობის გადადგომის მიზეზი, სავარაუდოდ, ბუქარესტის ღამის კლუბში რამდენიმე დღის წინ მომხდარი ტრაგედიაა, როდესაც ხანძრის შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა. ამ ფაქტს მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა, რომელიც მთავრობის გადადგომას მოითხოვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები