სამხრეთ სუდანში რუსულმა თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა – არის მსხვერპლი
სატვირთო თვითმფრინავმა „ან-12“-მა სამხრეთ სუდანში კატასტროფა განიცადა. სააგენტო „რია ნოვოსტის“ ხნობით, მის ბორტზე რუსეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ.
კატასტროფის შესახებ განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება. ადგილობრივი მედიის ცნობით, თვითმფრინავის დაცემის ადგილას 40 ცხედარია აღმოჩენილი. South Sudan Tribune კი ავრცელებს ინფორმაციას, რომ თვითმფრინავის ბორტზე ეკიპაჟის 5 წევრი და 7 მგზავრი იმყოფებოდა. ამ ინფორმაციის მიხედვით, გადარჩა ორი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი. რუსული მედიის ცნობით, ქვეყნის საგარეო – პოლიტიკური უწყება ამ ინფორმაციას ამოწმებს.