ბაღდადში სადამ ჰუისეინის მთავარი ოპონენტი გარდაიცვალა
ერაყის დედაქალაქ ბაღდადში გავლენიანი ერაყელი პოლიტიკოსი აჰმედ ჩალაბი გარდაიცვალა. მან ერაყში აშშ-ს სამხედრო ოპერაციაში და სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.
ერაყის პარლამენტის ფინანსური საბჭოს მდივნის განცხადებით, პოლიტიკოსი გულის შეტევით 72 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი ცხედარი საკუთარ ბინაში იპოვეს.
ადრე ჩელაბი ერაყის ვიცე-პრემიერის და პარლამენტის ფინანსური საბჭოს ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა. პოლიტიკოსი აშშ-ს სამხედრო ოპერაციას და სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობას აქტიურად უჭერდა მხარს. ამ გეგმების განსახორციელებლად ის ყალბ ინფორმაციას ავრცელებდა ერაყში მასობრივი განადგურების იარაღის არსებობის შესახებ.
ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის პერიოდში მის ადმინისტრაციაში აჰმედ ჩალაბის ერაყის მომავალი ლიდერის რანგში განიხილავდნენ. თუმცა სამხედრო ოპერაციის შემდეგ ერაყელ ჩინოვნიკს პენტაგონთან უთანხმოება მოუხდა და მან ქვეყნის პირველი პირის პოსტი აღარ დაიკავა.