ეგვიპტის ხელისუფლება А321-ის კატასტროფას ტექნიკურ პრობლემებს უკავშირებს

ყველა მონაცემი იმაზე მიუთითებს, რომ ეგვიპტეში 31 ოქტომბერს მომხდარი ავიაკატასტროფა А321-ის ტექნიკურმა გაუმართაობამ გამოიწვია. ამის შესახებ ეგვიპტის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ხუსამ ალ-ხუვეიშმა განაცხადა. მან კატეგორიულად გამორიცხა ტერაქტის შესაძლებლობა, რასაც, ხუვეიშის თქმით, რუსეთის და აშშ-ს თანამგზავრებისგან მიღებული ინფორმაციაც ადასტურებს.
ამასთანავე, სპეციალისტები ტერაქტის ვერსიას არ გამორიცხავენ. ამაზე თვითმფრინავის დაზიანება მიუთითებს, რომლის მიხედვით ის ჰაერში დაიშალა, რაც შეიძლებოდა აფეთქებით ყოფილიყო გამოწვეული. ექსპერტების თქმით, ტერაქტის შემთხვევაში ეგვიპტის, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული ქვეყნის იმიჯს, სერიოზული ზიანი მიადგება.
რუსეთის ავიაციის ისტორიაში უდიდესი ავიაკატასტროფა 31 ოქტომბერს, სინაის ნახევარკუნძულზე მოხდა. ავიაკომპანია „კოგალიმავიას“ ავიალაინერმა Airbus-321-მა კატასტროფა განიცადა. მის ბორტზე მყოფი 217 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები