„ისლამურმა სახელმწიფომ“ ერაყში 12 ბავშვი და მოზარდი სიკვდილით დასაჯა
„ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებმა“ ერაყის ქალაქ მოსულის საწვრთნელი ბანაკიდან გაქცევის მცდელობისთვის 12 ბავშვი და მოზარდი სიკვდილით დასაჯეს. ამის შესახებ ქურთული ტელეარხი Rudaw-ი იუწყება. „რადიკალებმა მოსულის ბანაკში სულ მცირე 12 ბავშვი დახოცეს. მათი ასაკი 12-დან 16 წლამდეა“, – განაცხადა ქურთისტანის „დემოკრატიული პარტიის“ წარმომადგენელმა საიდ მამუზინიმ.
რამდენიმე თვის წინ „ისლამურმა სახელმწიფომ“ ინტერნეტში ვიდეო გამოაქვეყნა, რომელზეც ბიჭი ორ კაცს კლავს. გარდა ამისა, ინტერნეტში გავრცელდა რგოლი, სადაც ბავშვი ისრაელის დაზვერვასთან თანაშრომლობაში ეჭვმიტანილ მძევალს კლავს.