აშშ-ის უნივერსიტეტში მომხდარი სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
აშშ-ში, ჩრდილოეთ კაროლინას შტატის ერთ-ერთ უნივერსიტეტში მომხდარი სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და კიდევ ერთი დაიჭრა. ამის შესახებ ტელეკომპანია „სი-ენ-ენი“ უნივერსიტეტის პრესმდივანზე დაყრდნობით იუწყება.
დაღუპულიც და დაჭრილიც უნივერსიტეტის სტუდენტები იყვნენ, თავდამსხმელი კი უნივერსიტეტში არ სწავლობდა. უნივერსიტეტის პრესმდივანი აარონ სინგლტონი ასევე იუწყება, რომ თავდამსხმელი მიიმალა.
სოციალურ ქსელებში ასევე გავრცელდა ეჭვმიტანილის ვინაობა – მისი სახელია ჯარეტ ჯერომ მური.
