აშშ სირიის ოპოზიციას დამატებით 100 მილიონ დოლარს გამოუყოფს

ამერიკის შეერთებული შტატები სირიის ოპოზიციას დახმარების სახით დამატებით 100 მილიონ აშშ დოლარს გამოუყოფს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი. 2012 წლიდან ამერიკის მიერ სირიის ოპოზიციისთვის გამოყოფილი დახმარების საერთო მოცულობა 500 მილიონი დოლარია.
სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ეს ფული მშვიდობიანი მიზნებისთვის იქნება გამოყოფილი – ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერა, საგანგებო სიტუაციათა სამსახურები, სკოლების მშენებლობა, ელექტრო და წყლის მიწოდების აღდგენა, ასევე მედიის და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა.
შეგახსენებთ, რომ სირიაში 2011 წლიდან სამოქალაქო ომი მძვინვარებს, რომლის მსხვერპლი 200 ათასზე მეტი ადამიანი გახდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები