აშშ-ში მსახიობი და ყოფილი სენატორი ფრედ ტომპსონი გარდაიცვალა
აშშ-ში 73 წლის ასაკში ყოფილი სენატორი და მსახიობი, რადიოწამყვანი ფრედ დალტონ ტომპსონი გარდაიცვალა. ამის შესახებ „ასოშიეიტედ პრესი“ მის ოჯახზე დაყრდნობით იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, ტომპსონის გარდაცვალების მიზეზი ლიმფური სისტემის სიმსივნე გახდა.
მიუხედავად იმისა, რომ ტომპსონი აშშ-ის სენატორი და 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი კანდიდატიც იყო, ის უფრო ცნობილი იყო, როგორც კინომსახიობი. მან ფილმებში და სერიალებში 50-ზე მეტი როლი შეასრულა. ყველაზე ცნობილებს შორის არის: „კერკეტი კაკალი-2“, „ხუჭუჭუა სიუ“, „სექსი დიდ ქალაქში“, „ცხოვრება მარსზე“. მისი ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ნამუშევარია სერიალი „კანონი და წესრიგი“, სადაც ტომპსონმა საოლქო მსაჯულის, არტურ ბრანჩის როლი შეასრულა.