მსოფლიოს ყველა ტერორისტი რუსეთის წინააღმდეგ – „ალ-ქაიდა“ მოსკოვის წინააღმდეგ მებრძოლებს აერთიანებს

“ალ-ქაიდას” რუსეთისა და დასავლეთის წინააღმდეგ მსოფლიოს ყველა ტერორისტის გაერთიანება სურს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ და რუსული ტელეკომპანიები ავრცელებენ.
“ალ-ქაიდამ” მსოფლიოს ყველა ტერორისტს დაჯგუფებაში გაერთიანება შესთავაზა, რათა ერთობლივი ძალებით ებრძოლონ დასავლეთს, რუსეთს, სირიასა და ირანს. ამ მოწოდებით დაჯგუფების ლიდერი აიმან ალ-ზავახირი გამოვიდა.
“ამერიკელები, რუსები, ირანელები, ალავიტები (ქრისტიანი სირიელები) და “ჰესბოლა” გაერთიანდებიან ომში ჩვენს წინააღმდეგ. ნუთუ ჩვენ არ შეგვწევს ძალა იმისა, რომ ერთმანეთთან ბრძოლა შევწყვიტოთ და ჩვენი გაერთიანებული ძალები მათ წინააღმდეგ მივმართოთ?!” – განაცხადა ალ-ზავახირმა. როდის არის “ალ-ქაიდას” ლიდერს ჩანაწერი გაკეთებული, უცნობია. „როიტერის“ ვერსიით, ის 30 სექტემბრის შემდეგაა ჩაწერილი, რა დროსაც რუსეთის შეიარაღებული სამხედრო ძალები, ბაშარ ასადის თხოვნის საფუძველზე, “ისლამური სახელმწიფოს” ტერორისტების გამანადგურებელ საომარ ოპერაციაში ჩაერთვნენ. ექსპერტების ვარაუდით, “ალ-ქაიდასა” და “ისლამური სახელმწიფოს” გაერთიანება, ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის გამწვავებას გამოიწვევს. ორივე მათგანი აღიარებულია ტერორისტულ ორგანიზაციად. რუსული მედია განმარტავს, რომ ორივე მათგანს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე საქმიანობა ეკრძალება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები