სანქტ-პეტერბურგის აეროპორტში მოსახლეობას ყვავილები მიაქვს (ფოტო, ვიდეო)

სანქტ-პეტერბურგში, პულკოვოს აეროპორტში და ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ორი დღის განმავლობაში მოსახლეობას ყვავილები მიაქვს. პეტერბურგელები იქ სანთლებს ანთებენ, წერილებსა და რბილ სათამაშოებს ტოვებენ. ასე გლოვობს რუსეთის მოსახლეობა ეგვიპტეში მომხდარ ავიაკატასტროფაში დაღუპულებს.
ავიაკატასტროფის მსხვერპლთა 144 ცხედარი უკვე გადასვენებულია პეტერბურგში. აეროპორტიდან მათ ქალაქის ერთ-ერთ კრემატორიუმში გადაასვენებენ, სადაც ამოცნობის პროცედურა დაიწყება. დანარჩენი დაღუპულების ცხედრები რუსეთის სიდიდით მეორე ქალაქს ეგვიპტიდან ორშაბათს საღამოს დაუბრუნდება.
ეგვიპტის კურორტ შარმ-ელ შეიხიდან სანქტ-პეტერბურგისკენ მიმავალმა თვითმფრინავმა კატასტროფა 31 ოქტომბერს ეგვიპტეში განიცადა. მის ბორტზე 224 ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა.

12200648_10204838404231532_975649554_n

12202504_10204838404391536_1750768908_n

12204817_10204838404311534_79613633_n

12204871_10204838404431537_633172365_n

12205099_10204838404271533_2002507299_n

12205103_10204838404111529_1492130310_n

12207714_10204838404071528_251698928_n

12208143_10204838404191531_1881961461_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები