პრეზიდენტის ადმინისტრაცია ტერაქტის ვერსიას არ გამორიცხავს – ჩამოვარდა თუ ჩამოაგდეს რუსული ავიალაინერი
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი ეგვიპტეში მომხდარი რუსული ლაინერის ავიაკატასტროფის ერთ-ერთ ვერსიად, ტერაქტს არ გამორცხავს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული ტელეკომპანია „ზვეზდა“ ავრცელებს.
„ახლა ჩვენ არცერთ ვერსიას არ გამოვრიცხავთ. გამოძიება სინამდვილეში, ახლა საწყის ეტაპზეა. თუ რომელ ვერსიას დაეყრდნობა საფუძვლიანად გამოძიება, ჩვენ ამის თქმა ახლა არ შეგვიძლია“, – განაცხადა პესკოვმა. პრეზიდენტის პრესმდივანი განმარტავს, რომ არ ღირს კონკრეტული ვერსიის ახლა ჩამოყალიბება, ვინაიდან ყველა უნდა დაელოდოს მომხდარ ტრაგედიაზე მიმდინარე გამოძიების რეზულტატს. პესკოვმა ასევე დასძინა, რომ ავიაკატასტროფაზე მთავარ გამოძიებას ეგვიპტე აწარმოებს – ქვეყანა, სადაც ტრაგედია მოხდა.
აგვიპტეში ავიაკატასტროფა 31 ოქტომბერს მოხდა, რომელსაც რუსეთის 224 მოქალაქე, მათ შორის 20 ბავშვი ემსხვერპლა. კურორტ შარმ ელ-შეიხიდან სანქტ-პეტერბურგის მიმართულებით მიმავალი ლაინერი, აფრენიდან 25 წუთის შემდეგ სინას მთაზე ჩამოვარდა. კატასტროფის შედეგად, რეისის ყველა მგზავრი და ეკიპაჟის წევრი დაიღუპა.