„კოგალიმავია“ ეგვიპტეში თვითმფრინავის კატასტროფას „გარედან ზემოქმედებას“ უკავშირებს
ავოიაკომპანია „კოგალიმავია“, რომლის თვითმფრინავმა 31 ოქტომბერს ეგვიპტეში კატასტროფა განიცადა, ავარიის მიზეზად „გარედან ზემოქმედებას“ ასახელებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრე სნაგოვსკიმ განუცხადა. რას გულისხმობს სნაგოვსკი „გარედან ზემოქმედებაში“, მას არ დაუკონკრეტებია.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ავიალაინერ A-321-ის განადგურებაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ასევე რუსი ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ თვითმფრინავის ბორტზე ბომბი აფეთქდა.
ეგვიპტის კურორტ შარმ-ელ შეიხიდან პეტერბურგისკენ მიმავალმა თვითმფრინავმა კატასტროფა 31 ოქტომბერს ეგვიპტეში განიცადა. მის ბორტზე 224 ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა.