„ალ-ქაიდას“ ლიდერმა მუსულმანებს აშშ-სა და რუსეთის წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდა
საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაცია „ალ-ქაიდას“ ლიდერმა აიმან ზავაჰირიმ მუსულმანებს გაერთიანებიკენ მოუწოდა, რათა ისინი აშშ-ს და რუსეთის მხრიდან საფრთხეს წინ აღუდგნენ. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
„ამერიკელები, რუსები, ირანელები, ალავიტები და „ჰესბოლა“ შეთანხმდნენ ჩვენს წინააღმდეგ საბძოლო მოქმედებებზე – ნუთუ ჩვენ არ შეგვიძლია შიდა დაპირისპირების გადალახვა და მათ წინააღმდეგ ჩვენი ძალების გაერთიანება?“ – ნათქვამია ზავაჰირის ვიდეომიმართვაში.
დაახლოებით ერთი თვის წინ „ალ-ქაიდამ“ განაცხადა, რომ ის „ისლამური სახელმწიფოს“ ხალიფატს არ ცნობს და მათ „ბოევიკებს“ სირიასა და ერაყში დასავლეთის კოალიციის წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდა.
რამდენიმე დღის წინ „ისლამურმა სახელმწიფომ“ რუსეთს „წმინდა ჯიჰადი“ გამოუცხადა. ეს გადაწყვეტილება ამ ორგანიზაციამ რუსეთის მიერ სირიაში ავიადარტყმების დაწყების შემდეგ მიიღო.