თურქეთის საპარლამენტო არჩევნებში ერდოღანის პარტიამ გაიმარჯვა
თურქეთში კვირას გამართულ საპარლამენტო არჩევნებში პრეზიდენტ ერდოღანის სამართლიანობის და განვითარების პარტიამ გაიმარჯვა. „ბი-ბი-სის“ ცნობით, ხმათა 90%-ის დამუშავების შემდეგ პრეზიდენტის პარტიამ ამომრჩეველთა ხმების 49,6% დააგროვა. მთავარმა ოპოზიციურმა ძალამ – „რესპუბლიკურმა სახალხო პარტიამ“ 25,1 % მიიღო. წინასწარი შედეგები მიუთითებს, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანის პარტიას შეუძლია მეჯლისში უმრავლესობა დაიბრუნოს, რომელიც მან ივნისში დაკარგა.
იმ შემთხვევაში, თუ ერდოღანის პარტია 550-ადგილიან პარლამენტში აბსოლუტურ უმრავლესობას ვერ მიიღებს, ის იძულებული იქნება ოპოზიციურ პარტიებთან – „რესპუბლიკურ სახალხო პარტიასთან“, ან მემარცხენე, „ნაციონალური მოძრაობის პარტიასთან“ მოლაპარაკება გამართოს.
ივნისის არჩევნებზე ერდოღანი ცდილობდა პარლამენტში ორი მესამედის დაკავებას, რათა თურქეთის კონსტიტუციაში ცვლილება შეეტანა და ის მმართველობის საპრეზიდენტო მოდელზე გადაეყვანა. მაშინ ერდოღანის ეს მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.