ეგეოსის ზღვაში 11 მიგრანტი დაიღუპა, მათ შორის 6 მცირეწლოვანია

ეგეოსის ზღვაში, კუნძულ სამოსთან ნავის ჩაძირვის შედეგად სულ მცირე 11 მიგრანტი დაიღუპა. “ფრანსპრესის” ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 6 ბავშვია, ხუთი კი – ქალი.
წყაროს ინფორმაციით, დაღუპულთაგან 10-ის ცხედარი კაიუტებში იპოვეს, მეთერთმეტე – მცირეწლოვანი გოგონა კი წყალმა ნაპირზე გამორიყა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნავი ნაპირიდან 20 მეტრში, კლდოვან რაიონში ჩაიძირა. 15 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა. დაღუპულთა ძებნა კვლავ მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები