თურქეთში გამართულ არჩევნებში, წინასწარი შედეგებით, ერდოღანის პარტია ლიდერობს
თურქეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უკვე დასრულდა. როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, წინასწარი მონაცემებით, რიგგარეშე არჩევნებში, ერდოღანის პარტია ლიდერობს და დაიბრუნებს თუ არა პრეზიდენტ ერდოღანის პარტია 13-წლიან ერთპარტიულ მმართველობას სულ მალე გახდება ცნობილი.
ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება თურქეთში მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც ივლისში გამართული არჩევნების შემდეგ, პარლამენტში მოხვედრილმა პარტიებმა კოალიციის შექმნა ვერ მოახერხეს.