სინას ნახევარკუნძულზე ჩამოვარდნილი თვითმფრინავიდან 8 კმ-ში 3 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს
ავიაკომპანია „კოგალიმავიას“ თვითმფრინავის დაცემის ადგილიდან 8 კილომეტრში მაშველებმა 3 წლის გოგონას ცხედარი იპოვეს.
ამის შესახებ AFP-ზე დაყრდნობით, lifenews იტყობინება. შეგახსენებთ, რომ ავიაკომპანია „კოგალიმავიას“ თვითმფრინავი A321, რომელიც შარმ-ელ-შეიხიდან სანქტ-პეტერბურგში მიფრინავდა, სინაის ნახევარკუნძულზე გუშინ ჩამოვარდა. თვითმრინავის ბორტზე 217 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა. პირველი ნოემბერი რუსეთში გლოვის დღედ გამოცხადდა.