თურქეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს (ვიდეო)

თურქეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.
უბნები, ადგილობრივი დროით, დილის 08:00 საათზე გაიხსნა.
არჩევნებში მონაწილეობას 16 პოლიტიკური პარტია იღებს. მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების პარტია“, რომელმაც 5 თვის წინ ჩატარებულ არჩევნებში, 13-წლიანი ერთპარტიული მმართველობის შემდეგ, პირველად დაკარგა უმრავლესობა, იმედოვნებს, რომ ლიდერის პოზიციების დაბრუნებას შეძლებს.
წინასწარი გამოკითხვების მიხედვით, 10-პროცენტიანი ბარიერის გადალახვის შანსი რამდენიმე პარტიას აქვს, მათ შორის მმართველ „სამართლიანობისა და განვითარების პარტიას“, „სახალხო რესპუბლიკურ პარტიას“, „ნაციონალურ მოძრაობას“ და პროქურთულ „სახალხო დემოკრატიულ პარტიას“, რომელიც წელს პირველად გავიდა პარლამენტში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები