ეგვიპტეში მომხდარი რუსული თვითმფრინავის კატასტროფის გამო სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ეგვიპტეში რუსული ავიალაინერის კატასტროფის გამო საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 263-ე მუხლით აღძრა, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების დარღვევას გულისხმობს.
წინასწარი ინფორმაციით, ავიაკატასტროფა ლაინერის ტექნიკურმა გაუმართაობამ გამოიწვია. ბოლო დღეებში ლაინერის ეკიპაჟი რამდენჯერმე საუბრობდა ძრავებთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებზე.
სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ნამსხვრევების დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ ავიალაინერი პრაქტიკულად ვერტიკალურად ვარდებოდა. ამის შესახებ ის ფაქტი მიუთითებს, რომ თვითმფრინავის ნამსხვრევები ხუთი კილომეტრის რადიუსშია ნაპოვნი. ადგილზე მყოფი მაშველების თქმით, დაცემის მომენტში ავიალაინერი ორ ნაწილად გადატყდა. თვითმფრინავის კუდი მთლიანად დაიწვა, ხოლო ფიუზელაჟი დაცემის დროს მცირე ნაწილებად დაიშალა.
ავიაკომპანია „კოგალიმავიას“ თვითმფრინავი A321, რომელიც შარმ-ელ-შეიხიდან სანქტ-პეტერბურგში მიფრინავდა, სინაის ნახევარკუნძულზე ჩამოვარდა. თვითმრინავის ბორტზე 217 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა. პირველი ნოემბერი რუსეთში გლოვის დღედ გამოცხადდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები