სირიაში გერმანელი რეპერი მოკლეს, რომელიც „ისლამურ სახელმწიფოში“ იბრძოდა
სირიაში გერმანელი რეპერი მოკლეს, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი იყო და ღიად ემუქრებოდა აშშ-ს პრეზიდენტ ბარაკ ობამას.
დენის ჰუსპერტი, რომელიც ასევე ცნობილია Deso Dogg-ის სახელით, „ისლამური სახელმწიფოს“ ინტერესებისთვის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მებრძოლი იყო.
„შემიძლია დავადასტურო, რომ დენის ჰუსპერტი ავიადარტყმის დროს მოკლეს. ჰუსპერტი უცხოელი ტერორისტი იყო და მას „ისლამური სახელმწიფო“ დასავლეთში თავისი მომხრეების გადაბირებისთვის იყენებდა“, – განაცხადა აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა ელისა სმიტმა.
ჰუსპერტი „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი 2012 წელს გახდა. ის მრავალ ვიდეორგოლში გამოდიოდა, მათ შორის ერთ-ერთ რგოლში, სადაც ხელში მოკვეთილი თავი ეჭირა, რომელიც, მისი თქმით, ეკუთვნის ადამიანს, ვინც „ისლამურ სახელმწიფოს“ წინააღმდეგობას უწევდა. ჰუპერტმა დაჯგუფების ლიდერ აბუ ბაკრ ალ ბაგდადის ერთგულების ფიცი მისცა და გერმანელი „ბოევიკების“ ძირითადი გადამბირებელი გახდა. ის არაერთხელ დამუქრებია ბარაკ ობამას, აშშ-ს და გერმანიის მოქალაქეებს, ასევე მოუწოდებდა დასავლეთის მუსულმანებს „ისლამური სახელმწიფოს“ სახელით ტერორისტული თავდახმები მოეწყო.