“მშვიდობით ეგვიპტე!” – შარმ-ელ-შეიხის რეისის ყველა მგზავრი დაღუპულია

ეგვიპტის მთავრობის ინფორმაციით, ეგვიპტეში ჩამოვარდნილი რუსული ავიალაინერ „А-321“ -ის ყველა მგზავრი დაიღუპა.

2 (1)„რუსული თვითმფრინავის ავიაკატასტროფის შედეგად, ყველა მგზავრი დაიღუპა“, – ნათქვამია ოფიციალური ეგვიპტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ცოტა ხნის წინ ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მაშველებმა კატასტროფის ადგილზე 100 გვამი აღმოაჩინეს, რომელთა შორის 17 ბავშვი იყო. რუსულ საინფორმაციო საშუალებებში ინფორმაცია იმის შესახებაც ვრცელდებოდა, თითქოს კატასტროფის ადგილზე დაშავებულთა ყვირილის ხმები ისმოდა, რომლებიც შველას ითხოვდნენ. როგორც რუსული ტელეკომპანიები იუწყებიან, ეგვიპტის პრეზიდენტმა უკვე გამოყო 4 თვითმფრინავი, რათა რუსეთის დაღუპული მოქალაქეების ცხედრები ქალაქ ელ-მაადიდან ქაიროს გარეუბანში გაასვენონ. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 1 ნომბერი რუსეთში გლოვის დღედ გამოაცხადა.

vizეგვიპტური ახალი ამბების პორტალი „ალ-მასრი ალ-იაუმი“ წერს, რომ რუსულ ლაინერს ვარდნის დროს ცეცხლი ეკიდა. ადგილობრივი ჟურნალისტები თვითმხილველებზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ მიწაზე დაცემამდე, თვითმფრინავის ძრავა იწვოდა.
„ჩვენ დავინახეთ ლაინერი, რომელსაც ცეცხლი ეკიდა და მიწას დიდი სისწრაფით უახლოვდებოდა. ამის შემდეგ კი, საშინელება მოხდა“,- აცხადებს ეგვიპტელ ჟურნალისტებთან ტრაგედიის თვითმხილველი ადგილობრივი.

2ავიაკომპანია „კოგალიმავიას“ სამგზავრო თვითმფრინავი „A-321“ ეგვიპტის კურორტ შარმ-ელ -შეიხიდან დღეს დილით 06:21 საათზე აფრინდა. რეისი 9268-ის ბორტზე 217 მგზავრი (მათ შორის 17 ბავშვი) და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა. 25 წუთის შემდეგ, ის რადარებიდან გაქრა. რუსულმა ავიალაინერმა კატასტროფა ეგვეპტეში, სინაის ნახევრაკუნძულზე განიცადა. უკვე ცნობილია თვითმფრინავის ყველა მგზავრისა და ეკიპაჟის წევრთა ვინაობა. ყველა მათგანი რუსეთის მოქალაქეა.
ასევე ცნობილია მომხდარი ავიაკატასტროფის პირველი ვერსიაც. ეგვიპტის ხელისუფლების განცხადების თანახმად, თვითმფრინავის ჩამოვარდნა ძრავის გათიშვამ გამოიწვია, რის შემდეგაც ლაინერმა მართვაზე კონტროლი დაკარგა. ეგვიპტის ხელისუფლებამ უკვე შექმნა სამთავრობო კომისია, რომელიც ტრაგედიის მიზეზებს გამოიძიებს.

თვითმფრინავის აფრენამდე, ერთ-ერთმა მგზავრმა მის მცირეწლოვან შვილთან ერთად ფოტოს გადაღებაც მოასწრო, რომელიც სოციალურ ქსელში ატვირთა და ასე დაასათაურა: “მშვიდობით ეგვიპტე!“

ss          te

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები