მოსკოვში ქართველი „კანონიერი ქურდი“ დააკავეს
მოსკოვში პოლიციამ და სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლებმა, ქართველი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი დავით გერლიანი, მეტსახელად „დათო სვანი“ დააკავეს.
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „დათო სვანი“ მიგრაციული კანონმდებლობის დარღვევისთვის დააკავეს. რუსული მედიის ცნობით, ამჟამად დავით გერლიანის ქვეყნიდან გაძევების საკითხი განიხილება. ის უცხოეთის მოქალაქეების დროებითი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.
შეგახსენებთ, რომ 11 ოქტომბერს მოსკოვის ერთ-ერთ რესტორანში ჩატარებული ოპერაციის შედეგად პოლიციამ დააკავა 40 ადამიანი, მათ შორის სამი „კანონიერი ქურდი“ – რომან ლომთაძე მეტსახელად „მუსუსა“, შალვა ხუჭუა მეტსახელად “როკო” და ვიტალი იზგილოვი მეტსახელად „ვიტალიკ მახაჩკალინსკი“.